უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა განაახლებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის მიერ ენერგეტიკული ზავის გამოცხადების შემდეგ უკრაინამ შეაჩერა ეს ქმედებები, თუმცა რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა გააგრძელა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამ დროს უკრაინა დარჩა რუსული ბალისტიკური რაკეტების გამოშვების შესახებ ამერიკული მხარის წინასწარი მონაცემების გარეშე და შეფერხდა Starlink-ის მუშაობა, რაც, მისი აზრით, ტექნიკური პრობლემებით არ იყო გამოწვეული.