ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში ჩავიდა. “ზვართნოცის” საერთაშორისო აეროპორტში მას სომხეთის ვიცეპრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
“აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ EU-სთვის საიმედო ენერგეტიკული პარტნიორია” — ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამხრეთ კავკასიური ტურნე ბაქოდან დაიწყო
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და ევროკომისიის პრეზიდენტის შეხვედრა სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთის პრემიერმინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი განცხადებებს გააკეთებენ და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებენ.