საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვის საქმიდან აცილების შესახებ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე მანანა კობახიძის შუამდგომლობა „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით შეტანილი სარჩელის განხილვიდან აცილების შესახებ. კობახიძე შიშობს, რომ მისი წარსული პოლიტიკური საქმიანობა და განცხადებები მის მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ დააყენებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსამართლედ დანიშვნამდე გაკეთებული განცხადებების აცილების წინაპირობად განსაზღვრა „გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის პარალიზებას და უარყოფითად აისახება ამ ინსტიტუციის როგორც მიუკერძოებლობაზე, ასევე ობიექტურობაზე“.