← მთავარი
სამართალი

სენაკში შვილმა მამა დანით დაჭრა

11 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
სენაკში შვილმა მამა დანით დაჭრა

სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია „ტაბულას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

← მთავარი