ცვლილებები სამთავრობო მედიაში და „ოცნების“ შიდა კრიზისი: „იმედი“ და „პოსტივი“ მამუკა მდინარაძის გავლენისგან იწმინდება?!
სამთავრობო მედიასაშუალებებში, ტელეკომპანია „იმედსა“ და POSTV-ში, საკუთრებრივი ცვლილებები განხორციელდა. ეს პროცესები, რომელიც ერთი შეხედვით ფორმალურ გადანაწილებას ჰგავს, პოლიტიკურ კულუარებში „ქართული ოცნების“ ყოფილი ვიცე-პრემიერისა და სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის გავლენების საბოლოო განეიტრალებას უკავშირდება. წლების განმავლობაში სწორედ მამუკა მდინარაძე მოიაზრებოდა სახელისუფლებო მედიის არაფორმალურ კურატორად, თუმცა მისი პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორების შემდეგ, მედიაკონგლომერატებში იმ პირთა ჩანაცვლება დაიწყო, რომლებიც მდინარაძის გუნდთან და გავლენებთან ასოცირდებოდნენ.