← მთავარი
პოლიტიკა

ირანის ელჩი საქართველოში: ჩვენი ქვეყანა მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ არასოდეს წასულა

11 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ირანის ელჩი საქართველოში: ჩვენი ქვეყანა მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ არასოდეს წასულა

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ, ექვსი თვის მოღვაწეობის შედეგები სოციალური ქსელის პოსტით შეაჯამა და შემდეგ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაც გაუმართა.

ელჩი სოციალური ქსელის ტექსტში წერს, რომ „დიპლომატიური არხების მეშვეობით მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, გადაეცა დეტალური ინფორმაცია ირანის მოწინააღმდეგე ძალების — ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის — სამხედრო მოქმედებების შესახებ”. მოჯანის თქმით, „ყველა აღმავლობისა თუ დაღმასვლის მიუხედავად, ორ ერს შორის ურთიერთობა მუდმივად გრძელდებოდა. ამ კავშირის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მეტი სპარსული სიტყვა სწორედ ქართულ ენაში შემორჩა”.

ელჩი ასევე ამბობს, რომ „ირანს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ. ირანის ისლამური რესპუბლიკა იმპერიად ქცევას არ ისახავდა და არ ისახავს მიზნად.”

ამერიკული კანონპროექტი და ჰადსონის ანგარიში

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა მოჯანს ამერიკის სენატში „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის” დამტკიცება შეახსენეს. ელჩმა განმარტა, რომ ამ ინიციატივის ავტორია კალიფორნიელი კონგრესმენი ულისონი, რომელიც 211 514 ხმით გახდა კონგრესში წევრი: „ერთი კონგრესმენის პოზიცია ვერ იქნება 1 მილიარდი ჩინელის, 95 მილიონი ირანელის ან 4 მილიონი ქართველის წინააღმდეგ. მთლიანად კონგრესსაც ნაკლებად შეუძლია შეუქმნას ბარიერი ისეთ მასშტაბის გავლენას, როგორიცაა ჩინეთი.”

ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ირანის მზარდ გავლენას ეხება, მოჯანმა ერთ-ერთი ავტორი, „ყოფილი სამხედრო მზვერავი” ლუკ კოფი, სახელით მოიყვანა: „შემაშფოთებელია, რომ ამერიკა სამხედრო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თუ მოქმედი წარმომადგენლებით ცდილობს კავკასიის თემებზე მუშაობას. ეს ხალხი ერთ პერიოდში ავღანეთზე მუშაობდა, ახლა ლოკაცია შეიცვალა და საქართველოს შემოუბრუნდა.”

გაეროს რეზოლუცია და ოკუპირებული ტერიტორიები

ჟურნალისტებმა ელჩს ჰკითხეს, რატომ არ დაუჭირა ირანმა მხარი გაეროს რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებული პირების შესახებ. მოჯანმა განმარტა, რომ ირანს „კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია”, რაც „განსხვავებულია მხარის არდაჭერისგან”. ელჩი ასევე ხაზს უსვამს, რომ ირანი, ისრაელის ელჩისგან განსხვავებით, საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა.

„ირანის ელჩი გჭირდებათ — გიპასუხებთ. ვეჭობ, ისრაელი ამას ვერ გაბედავს. ისრაელის ელჩი კი საქართველოს მთავრობას პროტესტს გამოუხატავს, რომ ანძა ირანის დროშის ფერებში გაანათეთ. ასეთ ჩარევას მე არასოდეს ვიკადრებ,” — განაცხადა მოჯანიმ.

← მთავარი