"არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
“არათუ ქვეყანა, ქართული ოცნებაც არ იმსახურებს ესეთ პრემიერს. შეძახილებში კი მაგრები არიან, მაგრამ ძალიან ბევრი აქ მჯდომი დარწმუნებული ვარ, გულში მეთანხმება, რომ ეს ასეა”, — გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი შარაშიძის ამ სიტყვების შემდეგ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში, რომელშიც განსაკუთრებით თავი ოცნების წევრებმა, არჩილ გორდულაძემ და ლაშა ტალახაძემ გამოიჩინეს.
“პრეზიდენტი ალიევი რომ ბრძანდებოდა საქართველოში, მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში. როგორი პრემიერი არ ყოფილია საქართველოს მაგრამ ასეთი ნამდვილად არ ჰყოლია….პრემიერი, რომელიც არის ქვეყნის კონსტიტუციით პირველი პირი, მაგრამ თავად აღიარებს, რომ პარტიაში თურმე მეორე კაცია. სამარცხვინო თქვენსკენ მოიკითხეთ. თქვენ არაფერი არ მოგემატებათ ამ გამოძახებებით, ბატონო არჩილ, ზუსტად ისევე, ისეთივე არჩილ გორდულაძე დარჩებით, როგორიც ხართ. ტყუილად ნუ ირჯებით, ტყუილად ნუ ირჯებით, გეუბნებით.უფრო მეტიც, ბატონო ირაკლი, არათუ ქვეყანა, არამედ აი, ქართული ოცნებაც არ იმსახურებს ესეთ პრემიერმინისტრს, პირდაპირ რომ გითხრათ, და დარწმუნებული ვარ, შეძახილებში კი მაგრები არიან, მაგრამ ძალიან ბევრი აქ მჯდომი დეპუტატი გულში მეთანხმება, რომ ეს ასეა, იმიტომ რომ არაერთხელ გვინახავს, როგორ ემიჯნებიან, ისინი და მათ შორის თქვენს ყოფილ კოლეგებს როგორ გაემიჯნენ და აი, ვნახავთ და ყველანი გავხდებით მოწმე იმისა, როგორ დადგება დრო და როგორც, გაგემიჯნებიან”, — განაცხადა გიორგი შარაშიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან. ამის პარალელურად კი დარბაზში უკვე ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა. მისივე ინფორმაციით, პარლამენტში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო, ყველაზე მეტად მათი თანაპარტიელი გიგა ფარულავა დაშავებული. ფიზიკური დაპირისპირების შემდგე, გიორგი შარაშიძემ “ტვ პირველთან” საუბრისას თქვა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვინც ეს “ველურობა” ჩაიდინეს “დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ”. “ვაჟკაცობაზე, კაცობაზე გველაპარაკებიან. მე ნამდვილად არ მივესალმები, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კოლეგები არიან, მაგრამ, უბრალოდ, როგორ არ ვთქვა. მართლა ველურობა იყო, რაც ვიხილეთ, ჩვეულებრივი ძალადობა. პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან, დიდი ბოდიში, და ეხლა რა ჰგონიათ ამათ, რომ დაუსჯელები დარჩებიან? ან დიდი ბოდიში, პრემიერი რომ ზის დარბაზში, მთელი თავისი მთავრობით და შემადგენლობით, იმის ავტორიტეტი არ უნდა ჰქონდეს, რომ ადგეს და ამაზე განცხადება მივიდეს მიკროფონთან, ერთი წამი უნდა, ხო? ან შალვა პაპუაშვილს… არ აქვს იმის ავტორიტეტი, რომ საკუთარი ეს გუნდი, უბრალოდ, გააჩეროს? მიკროფონთანაც არ მიდიან არც ერთი და არც მეორე”, — განაცხადა შარაშიძემ.