ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ციხეში სხედან იმიტომ, რომ ერთი კლანი აღმოჩნდა მეორეზე ძლიერი - თინა ხიდაშელი
„ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ციხეში სხედან იმიტომ, რომ ერთი კლანი აღმოჩნდა მეორეზე ძლიერი“ - თინა ხიდაშელი
პოლიტიკა • 2:45
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში ყოფნას კორუფციასთან არანარი საერთო არ აქვს. როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, მიზეზი ეს რომ ყოფილიყო, მაშინ, როცა ივანიშვილმა 2013 წელს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში გაუშვა და თქვა, რომ “მისმა სანათესაომ საქართველო შეჭამაო“, მის წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებდა. ხიდაშელის თქმით, მისი ციხეში ყოფნა კლანების შორის დაპირისპირების ბრალია და ეს იმის მაჩვენებლია, რომ ერთი კლანი უფრო ძლიერი აღმოჩნდა მეორეზე.
ლილუაშვილის და ღარიბაშვილის ციხეში ყოფნას არაფერი საერთო არ აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სუფთები არიან და მე ამას ვამტკიცებ, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ისინი ციხეში იმიტომ არ არიან, რომ კორუფციაზე ხელი წაუცდათ. ამისთვის ივანიშვილმა ღარიბაშვილი ერთხელ გაათავისუფლა 2013 წელს და თვითონ თქვა, რომ მისმა სანათესაომ შეჭამა საქართველოო. ამიტომ, ამისთვის ის ერთხელ უკვე გაუშვა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და შეეძლო ამაზე გამოძიება დაეწყო. ისინი ციხეში სხედან იმიტომ, რომ ერთი კლანი აღმოჩნდა მეორეზე ძლიერი, ამასობაში აღმოჩნდა, რომ ეს სიძლიერე ერთი მომენტის იყო, მათ კარგად ახსოვთ დასუსტებული და უკან მობრუნებული ღარიბაშვილი, ამიტომ მისი განეიტრალება იყო აუცილებელი. ძალიან მარტივი სქემაა, ძალიან ბევრჯერ აპრობირებული და გამოყენებული. არაფერი საერთო ამას კორუფციასთან ბრძოლასთან არ აქვს, ეს რომ კორუფციასთან ბრძოლა იყოს, ჩვენ გაცილებით რეალურ შედეგს ვნახავდით ქსელით, მთელი სისტემის გახსნით, თუ როგორ ხდებოდა უკანონო ფულის ტრიალი, თუ ნებისმიერი სხვა ოპერაცია, რომელმაც საბოლოო ჯამში ხალხი ციხეში ჩასვა, - განაცხადა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
"ანგარიში იქნება ძალიან კრიტიკული და ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრების გამო, ესეც „ოცნების“ დეზინფორმაციაა ჩემს შესახებ... მე არ ვარ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს მეგობარი ვარ“ - რასა იუკნევიჩიენე
"ანგარიში იქნება ძალიან კრიტიკული, ყველაზე კრიტიკული კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე კრიტიკული და ეს არეა არის მხოლოდ ჩემი მოსაზრების გამო, ესეც ქართული ოცნების დეზინფორმაციაა ჩემს შესახებ. როგორც ყვ...
პოლიტიკა
• 2:24
„ჩვენ შევთანხმდით უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების, შორ მანძილზე მოქმედი საშუალებების მიწოდების გაზრდაზე. ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ომის ეკონომიკაზე“ - G7-ის განცხადება
G7-ის ლიდერები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ | ინფორმაციას უკრაინული მედია დიდი შვიდეულის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ისინი გააძლიერებენ სანქციების გზით ზეწოლა...
რუსეთ-უკრაინის ომი
• 2:22
„ივნისის განმავლობაში: 5 043 მატლი (ოკუპანტი), მტრის 26 074 სამიზნეა განადგურებული/დაზიანებული" - უკრაინის უპილოტო აპარატების ძალების მეთაური
"ბოლო 2 დღის განმავლობაში, უპილოტო სისტემების ძალების დაჯგუფების პილოტებმა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ 648 მატლი (ოკუპანტი) გამოაკლეს (გაანადგურეს).48 საათში განადგურებულია/დაზიანებულია მოწინააღმდე...
რუსეთ-უკრაინის ომი
• 2:18
სომხეთში აშშ, საფრანგეთი და საბერძნეთი სამხედრო წვრთნებს "პარტნიორ არწივს" ჩაატარებენ
სომხეთში აშშ, საფრანგეთი და საბერძნეთი სამხედრო წვრთნებს "პარტნიორ არწივს" ჩაატარებენ| სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, NATO-ს ქვეყნებთან ერთად ოთხმხრივი წვრთნები 17-25 ივნისს გაიმართება. წვრთნე...
მსოფლიო
• 0:42
"ჩვენ მზად ვართ ევროკავშირთან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით“ - ნიკოლოზ სამხარაძე
"ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგის გასაახლებლად. ასევე მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო ფორმალური მიზეზი ევროკავშირსა და საქართველოს შორის...
პოლიტიკა
• 0:24
„ნეტა თუ იციან, რამდენი კარგი რაღაც გამიკეთეს ამ დაჭერით” – რეზო კიკნაძე
სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე წერილს აქვეყნებს: ამას წინათ სასეირნოდ ვიყავით ასულები, ე.წ. „პრაგულკაზე“. გვერდითა კაბინებიდან სხვა პატიმრების ხმები გვესმოდა. ვიღაც ამბობდა – მე 6 თვე მომისაჯეს და 2...
სოცმედია
• 16 ივნისი 13:18
მეტის ნახვა