Intelligence Online: საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია უძილაურის დაკავების შემდეგ
მაისში საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია — ასეთი ინფორმაციაა ფრანგულ სპეციალიზებულ გამოცემაში Intelligence Online, რომელსაც „რადიო თავისუფლება” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს (DGSE) ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც სუს-მა DGSE-ის მიერ დაქირავებული, „ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული მნიშვნელოვანი პირი” დააკავა.
პუბლიკაცია ამ ეპიზოდის სახით ასახელებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილ PR-ხელმძღვანელს, გიორგი უძილაურს, რომელიც 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დაიკავეს.
Intelligence Online ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სუს-მა გამოძიებისას მხოლოდ „დასავლური სახელმწიფო” ახსენა — კონკრეტული ქვეყნის სახელის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა. ანგარიშის ავტორები ამ ჩუმობას ლოდინის ნიშნად განიხილავენ.
8 მაისს, უძილაურის დაკავებიდან მალევე, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სუს-ს სთხოვა, რამდენიმე საათში გაეავრცელებინა ვიდეო დანაშაულის ჩადენის ამსახველი კადრებით. ბრიფინგზე მდინარაძემ „დასავლეთს” მოუწოდა, შეეწყვიტა სადაზვერვო საქმიანობა საქართველოში — უძილაურის საქმე, მისი სიტყვით, სიგნალია.
გიორგი უძილაური ადრე ასევე მსახურობდა ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ქართუ ჯგუფის” PR-სამსახურის ხელმძღვანელად. მისი ადვოკატის შეფასებით, „გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას”. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.