← მთავარი
პოლიტიკა

"პრაქტიკულად, ევროპარლამენტმა, თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას" - პაპუაშვილი

25 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge

“პრაქტიკულად, ევროპარლამენტმა, თავის ბოლო ანგარიშში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს, აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე. უპრეცედენტოა ისიც, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე არ აქვს სახელმწიფო უფლებამოსილება, ქვეყნის ლეგიტიმურ წარმომადგენლად მოიხსენიებს, ხოლო ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს დე-ფაქტო ხელისუფლებად აცხადებს. მსგავსი დამოკიდებულება უპატივცემულობაა ორი მილიონ ასი ათასი ამომრჩევლის მიმართ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პოლიტიკური ნება გამოხატეს“ | თქვა შალვა პაპუაშვილმა 24 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით “დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში”, ეფუძნება PACE-ის მიერ წარსულში მიღებულ რეზოლუციას. დოკუმენტის მიხედვით, საპარლამენტო ასამბლეა კვლავ იზიარებს წინა კრიტიკულ რეზოლუციებში გამოხატულ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ.დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ წინა რეზოლუციის არცერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა და ოპოზიციის რეპრესიები შეუჩერებლად გრძელდება.

← მთავარი