„ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება კარგად ხედავს, მათ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, აქვთ დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან და მას მიჰყვებიან" - კახა კალაძე
„ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება კარგად ხედავს, მათ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, აქვთ დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან და მას მიჰყვებიან“ - კახა კალაძე
პოლიტიკა • 13:18
„ყველა ადამიანს თავისი მორალი აქვს და მე არ მინდა შევიდე ვინმეს გადაწყვეტილებების მორალის განხილვაში. საზოგადოებამ თავად განსაჯოს ვინ, რა და როგორ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას, ახალგაზრდების მისამართით ნანუკა ჟორჟოლიანის მოწოდებებთან დაკავშირებით.
როგორც კალაძემ განაცხადა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ოპოზიციაში არსებულ ვითარებას და მათ დამოკიდებულებას ადამიანებისადმი.
„მე ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო ჩვენს გუნდზე, განსახორციელებელ პროექტებზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ქვეყანაშია და რა ნაბიჯებს ვდგამთ ამისთვის.
ის, რაც ხდება ოპოზიციაში, ამასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს - იმ განხეთქილებას, დაპირისპირებას, იმას, რომ ადამიანების ბედი საერთოდ არ აინტერესებთ, გავიხსენოთ იგივე ბავშვების თემა წამლებთან დაკავშირებით, თუ როგორ დაუწყეს ლანძღვა მშობლებს მას შემდეგ, რაც
სახელმწიფომ, მშობლებთან ერთად გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნულ მედიკამენტებზე.
საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, რომელიც მოდის გარედან, რასაც დაუწერენ და დაავალებენ, მიჰყვებიან და იმას აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა
თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გაიმარჯვა. გამარჯვებული ქალაქისთვის განკუთვ...
სპორტი
• 13:24
„პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა „აკერმანის“ სახელმძღვანელოდანაა, თუმცა იმას ვერ ხვდებიან, რომ ეს მეთოდები დაძველდა“ - კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან მოხდა დანაშაულის აღკვეთა, საპროტესტო აქციის გამართვა არის პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუ...
პოლიტიკა
• 13:21
„როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას“ - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ბევრად მეტი მიღწევა აქვს, ვიდრე მოლდოვას ან უკრაინას, თუმცა ქვეყანასთან გაფართოებაზე საუბარი არ მიდის, რადგან ევროკავშირის ზოგ...
პოლიტიკა
• 13:20
„ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება - დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა“ - კახა კალაძე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღირებულებები, რომელთა გამოც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის შესახებ მერმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარ...
პოლიტიკა
• 13:19
„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით“ - კახა კალაძე სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტზე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, რისთვისაც საქართველო მზად არის. „მივესალმებ...
პოლიტიკა
• 13:17
„მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას“ - წილოსანი თუთბერიძის დაჯარიმებაზე
„შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი შეისწავლის სიძულვილის ენას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელიც სოციალურ ქსელებში ტრიალებს. აღმოჩნდა, რომ ჩემს პოსტზე გაკეთებული კომენტარი იყო პირველი პრეცე...
პოლიტიკა
• 13:08
მეტის ნახვა