← მთავარი
პოლიტიკა

გიორგი ბახუაშვილი ივანიშვილის სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

7 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
გიორგი ბახუაშვილი ივანიშვილის სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გიორგი ბახუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გიორგი გელაძის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ გამოსცა. ბრძანების თანახმად, ბახუაშვილმა ახალი თანამდებობა 6 ივლისიდან დაიკავა.

ბახუაშვილი იქამდე ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილე იყო. ის პოსტზე არასრული ერთი თვის წინ, 10 ივნისს დაინიშნა. იქამდე კი, 2026 წლის 23 მაისიდან შსს-ს გენ.ინსპექციის დირექტორის პოზიციას იკავებდა. ბახუაშვილი წლების განმავლობაში იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის სამსახურის თანამშრომელი.

საკადრო ცვლილებები ძალოვან სტრუქტურებში ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 21 აპრილს ბრიფინგზე გამოაცხადა. ცვლილებებით, მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს. სუს-ის უფროსად გეკა გელაძეს წარადგენენ, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილი იქნება, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ არის დასანქცირებული.

გელაძემ თავისი მოადგილე შსს-დან სუს-ში გადაიყვანა.

← მთავარი