პოლიტიკა
კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც. სახელმწიფო არასდროს არ იქნება შემრიგებლური - შარმანაშვილი
შეიძლება რაღაც დანაშაული მოხდეს, მათ შორის, საზარელი დანაშაული, მაგრამ სახელმწიფოს რეაგირება ექნება მოხლოდ მაშინ, თუ ამის ფაქტები ექნება ხელთ. სისტემური დანაშუალი რა არის? - სისტემური დანაშაული არის, როდესაც პოლიტიკური ხელისუფლება იძლევა მესიჯს სამართალდამცავი ორგანოებისადმი, რომ ამ მიმართულებით რაც არ უნდა რეპრესიები ჩაატარო, მე შენ პოლიტიკურად დაგიცავ , მაშინ, როდესაც კარტ-ბლანში, როდესაც კურთხევა ამის ჩადენისა პოლიტიკური ხელისუფლების მიერაა. […] კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც, დარწმუნებული ვარ. რატომ ხდება ქურდობა, იმიტომ ხდება, რომ დაუსჯელობის განცდა აქვს ვინმეს? არა უბრალოდ, ადამიანი ხანდახან სჩადის ხოლმე დანაშაულს. ეს კრიმინოლოგიის საქმეა და შემიძლია ამაზე საათობით ვისაუბრო. სახელმწიფო ამის მიმართ არასდროს არ იქნება შემრიგებლური.