უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ საქართველოს ხალხს 26 მაისის — დამოუკიდებლობის დღის — მილოცვა გამოუგზავნა.
„ჩვენი გულწრფელი მილოცვა საქართველოსა და ქართველ ხალხს! ჩვენი ერების ისტორიის განმავლობაში ბევრი რამ გვქონდა საერთო. ორივემ ვიცით თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი, ასევე პარტნიორობისა და ერთიანობის სიძლიერე. ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს,” — ნათქვამია სიბიჰას განცხადებაში.