← მთავარი
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გაძლევთ გარანტიას, რომ არც "იმედს" და არც "პოსტვ-ის" არ შეექმნება არავითარი პრობლემები

23 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ირაკლი კობახიძე: გაძლევთ გარანტიას, რომ არც

“გაძლევთ გარანტიას, რომ არც “იმედს” და არც “პოსტვ-ის” არ შეექმნება არავითარი პრობლემები”, — ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეკომპანიების სანქცირებასა და Procter & Gamble-ის მიერ ტელეკომპანია “იმედთან” თანამშრომლობის შეწყვეტას . კობახიძის განცხადებით, ბრიტანეთის ქმედება თავისუფალ მედიაზე თავდასხმაა, თუმცა მმართველი გუნდი ტელეკომპანიებს უწყვეტი ფუნქციონირების გარანტიას აძლევს. Procter & Gamble-მა ტელეარხ “იმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა Nestle-მ სანქცირებულ ტელეარხ “იმედთან” კავშირის გამო შიდა გამოძიება დაიწყო “საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე არარეიტინგულმა პრემიერმინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა საკუთარი თანამდებობიდან. ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს. სირცხვილია, რაც მოხდა, ეს არის ბრიტანეთის სირცხვილი, იმიტომ რომ ბრიტანეთი ტრადიციულად ითვლება ადამიანის უფლებების სამშობლოდ. ბრიტანეთმა გადაწყვიტა, დაეხურა საქართველოში ტელევიზია და თავს დასხმოდა თავისუფალ მედიას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის, რა თქმა უნდა, ინგლისის სირცხვილი, ბრიტანეთის სირცხვილი და პირადად სტარმერის სირცხვილი, რომელიც იყო მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერმინისტრი. დანარჩენი არ არის საინტერესო.ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ არც ტელეკომპანია “იმედს” და არც ტელეკომპანია “პოსტვ-ის” არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით და საქართველოში მედიის თავისუფლება იქნება სრულად დაცული, როგორი თავდასხმაც არ უნდა ვიხილოთ ჩვენ ბრიტანული ხელისუფლებისგან საქართველოში მედიის თავისუფლებაზე. ეს არის გარანტია”, — განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, კომპანია Procter & Gamble-მა, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდების მფლობელია, როგორებიცაა Gillette, Pampers, Tide და Fairy, ტელეკომპანია “იმედთან” თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა City A.M. წერს. გამოცემის ინფორმაციით, P&G აგრძელებდა “იმედზე” რეკლამის განთავსებას იმის მიუხედავად, რომ ტელეკომპანია მიმდინარე წლის თებერვალში დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა. City AM-ის ცნობით, კომპანიის ევროპული ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის უფროსი დირექტორის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად, Procter & Gamble-მა “იმედთან” საქმიანი ურთიერთობა ორშაბათს შეწყვიტა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Nestle-მ შიდა გამოძიებ დაიწყო — მას რაც საკუთარი პროდუქციის რეკლამა სანქცირებულ ქართულ ტელეარხ “იმედზე” განათავსა. ამის შესახებ გამოცემა City A.M. წერს.

← მთავარი