რუსეთის МИД: ევროკავშირმა საქართველოზე წაიბორძიკა, ქართული ოცნება კი "პრაგმატიზმით" წარმატებით ვითარდება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დეპარტამენტის დირექტორი მიხაილ კალუგინი სახელმწიფო სააგენტო „ტასს”-ს ინტერვიუში ამბობს, რომ „რუსეთის იზოლაციის პოლიტიკაში ევროკავშირმა საქართველოზეც წაიბორძიკა.”
კალუგინის შეფასებით, ბრიუსელი „უცერემონიოდ ერეოდა” საქართველოს შიდა საქმეებში და „ხელისუფლებას ხელებს უგრეხდა”, მაგრამ ეს მოლოდინისგან განსხვავებულ შედეგს იძლეოდა: საქართველო უფრო „პრაგმატული” გახდა. კალუგინი ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება, „თავისი პატრონების კარნახს” არ მისდევდა — ეს კი ეკონომიკური წარმატების ფაქტორი გახდა. რუსეთი, მისი სიტყვებით, „ბუნებრივი პარტნიორია” და მზადაა, „კონსტრუქციულად გადაწყვიტოს პრაქტიკული საკითხები” თბილისთან.
კალუგინი ასევე ხაზს უსვამს, რომ ბრიუსელი საქართველოსგან ითხოვს ანტირუსული სანქციებთან შეერთებას, ენერგეტიკულ ემბარგოსა და ავიარეისების შეწყვეტას — და არ ფიქრობს, რა შედეგი ექნება ამას ქართული ეკონომიკისთვის, რადგან ევროკავშირის მთავარი მიზანი „რუსეთის დაზიანებაა, თუნდაც საქართველოს ინტერესების ხარჯზე.”
2025 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობაში რუსეთი მესამე ადგილზეა — ექსპორტი $745 მლნ, იმპორტი $2 მლრდ.
სომხეთთან დაკავშირებით კი კალუგინი ამბობს, რომ „ეგრეთ წოდებული ევროპული გზა” გამოიწვევს „სისტემური ცვლილებებს” რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაში. მისი სიტყვებით, „ორ სკამზე დარჩენა არ გამოვა” — სომხეთი ვერ შეძლებს ერთდროულად ევრასიის ეკონომიკურ კავშირში წევრობის შენარჩუნებასა და ევროკავშირთან ინტეგრაციას.
შეგახსენებთ, კალუგინის ეს განცხადებები გასცდება ჩვეულებრივ საინფორმაციო ბრიფინგს — მათ გასაგებია კრემლის სტრატეგიული სიგნალი: საქართველოს ხელისუფლება „სწორ” გზაზეა, სომხეთი კი „გადადის”.