← მთავარი
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია, თავს მოვალედ ვთვლი, სრული მიუღებლობა გამოვხატო

22 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ელენე ხოშტარია: როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია, თავს მოვალედ ვთვლი, სრული მიუღებლობა გამოვხატო

“ახლა, როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია, თავს მოვალედ ვთვლი, სრული მიუღებლობა გამოვხატო მსგავსი თავდასხმების მიმართ,” — ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი პარტია კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ალიანსში მიმდინარე შიდა დაპირისპირებებზე აქამდე მიზანმიმართულად დუმდა, თუმცა ახლა საჭიროდ მიიჩნევს მედიის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების შეფასებას. “ალიანსში მიმდინარე შიდა “ჩხუბებზე” (ასე დავარქმევ იმ პროცესს) სრულიად მიზანმიმართულად ვდუმდი. ვდუმდი მაშინაც, როცა ჩემი პარტია იყო თავდასხმის ობიექტი. ვერ დაგიმალავთ და სირცხვილითაც ვიწვოდი, თუ რა გარჩევებს ვაკადრებდით საზოგადოებას.ახლა, როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზეა, მათ შორის ფიზიკური ზიანით, აწ უკვე სისხლის სამართლის გამოძიებით, ძალიან მნიშვნელოვანი მხილების მასალით, უამრავი ფასეული ადამიანის წარმოჩენით და უკიდურესად შეზღუდული რესურსით, თავს მოვალედ ვთვლი, სრული მიუღებლობა გამოვხატო მსგავსი თავდასხმების მიმართ.ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში და ყალბ ერთობად მისი შეფასება საერთო ამოცანების ვერ გააზრებად მიმაჩნია. იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი და ჩემი მხრივ, მზაობას ვაცხადებ არაერთ დისკომფორტულ წევრთან თანამშრომლობაზერუსთავის ქალთა ციხე22/05/2026”, — წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში. ცნობისათვის, 20 ივნისს პარტია ფედერალისტების ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ “ტვ ფორმულამ” 540 ათასი ლარი აიღო ნაცმოძრაობისგან 4 ოქტომბრის ფარსის დადგმაში”. ამის შემდეგ ჟურნალისტმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებულმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ პლატფორმა facebook-ში დაწერა, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები კოორდინირებული ხასიათისაა. ჩერგოლეიშვილი კიდევ ერთ პოსტში წერს, რომ დისკრედიტაციის მორიგი კამპანიის აგორებაა იმის დაბრალება, რომ “ფორმულას “შავი ფულის” აღება “ორკესტრირებულად” დააბრალა.

← მთავარი