← მთავარი
პოლიტიკა

ანალიტიკოსი: ირანის ფაქტორი და საქართველოს ბედი — რამდენიმე თვეში გადაიჭრება?

3 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ანალიტიკოსი: ირანის ფაქტორი და საქართველოს ბედი — რამდენიმე თვეში გადაიჭრება?

ირანსა და აშშ-ს შორის სამხედრო ესკალაცია ახალ ეტაპზე გადადის — ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე საპასუხო იერიში მიუტანა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო ძალებმა ბანდარ-აბასში ირანულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს. რამდენად რეალურია ფართომასშტაბიანი კონფლიქტი და სად არის ამ ყველაფერში საქართველო? ამის შესახებ „კვირის პალიტრა” ანალიტიკოს მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.

— მართალია, ირანმა და ამერიკამ თითქმის ყველა საადო საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ დარჩა ფუნდამენტური პრობლემა — ბირთვული პროგრამა.

ირანი ითხოვს, მისი გამდიდრებული ურანის მარაგი — სხვადასხვა შეფასებით, ნახევარ ტონამდე — ჩინეთის ან რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანონ და იქ საერთაშორისო კომისიის მეთვალყურეობით ათწლიანი ვადით შეინახონ. ამაზე ვაშინგტონი აღარ თანხმდება, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში სწორედ ამერიკა საუბრობდა ათწლიან მორატორიუმზე.

სავარაუდოდ, ტრამპს გაუჩნდა განცდა, რომ ირანის ბოლომდე გატეხა შეუძლია, და მაქსიმალური ზეწოლა გრძელდება. ირანი ორი ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო იზოლაციას ატანდა სწორედ იმ განცდით, რომ გამდიდრებული ურანი ექნებოდა. ახლა კი ფაქტობრივად სთხოვენ, სამუდამოდ თქვას უარი ამ შესაძლებლობაზე — ეს ქვეყნის შიდაპოლიტიკური სტაბილობისთვის კაპიტულაციის ტოლფასია.

— შეიძლება საქმე ფართომასშტაბიან ომამდე მივიდეს?

ამ ეტაპზე ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი წინაპირობა არ არსებობს. ორივე მხარის სტრატეგიული გათვლები მცდარი აღმოჩნდა: ირანი ფიქრობდა, კონფლიქტი ნავთობის ფასს ბარელზე 180–200 დოლარამდე გაზრდიდა, მაგრამ ფასები 90–100 დოლარის ფარგლებში დარჩა. ტრამპს კი ჰქონდა მოლოდინი, ძლიერი ზეწოლით ირანის რეჟიმი სწრაფად ჩამოიშლებოდა — ეც არ მოხდა.

— სად არის ამ კონტექსტში საქართველო?

სამხრეთ კავკასია, „TRIPP”-ის ჩართვის შემდეგ, ამერიკისთვის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი გახდა. ამ შეთანხმების ეფექტური განხორციელება მოითხოვს, რომ ამ კორიდორზე გამვლელი ტვირთები სტაბილური, ამერიკასთვის მეგობრული სახელმწიფოების ტერიტორიაზე გაიაროს. ანალიტიკოსის შეფასებით, ამ ლოგიკის გათვალისწინებით, სამხრეთ კავკასიაში ამერიკული სამხედრო ყოფნის ალბათობა მომდევნო თვეებში იზრდება.

← მთავარი