← მთავარი
პოლიტიკა

"არ გაგონილა ფასდაკლების მისაღწევად არც მილიონერების კომისია, არც ახალი საიტის შექმნა" — ზურაბიშვილი 53 ათასლარიან ვებპლატფორმაზე

16 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge

“არ გაგონილა არც ერთ ქვეყანაში ფასდაკლების მისაღწევად არც მილიონერების კომისია, არც ახალი საიტის შექმნა” — საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად ახალი ვებგვერდი შეიქმნება, რისთვისაც სარეზერვო ფონდიდან 53 000 ლარამდე გამოიყოფა. “არ გაგონილა არც ერთ ქვეყანაში ფასდაკლების მისაღწევად არც მილიონერების კომისია, არც ახალი საიტის შექმნა. საინტერესო ის არის ამ თანხების გაფლანგვის და დროში გაწელვის ნაცვლად, რატომ არ მიმართავენ ყველაზე გამოცდილ და უტყუარ მეთოდს: პირველადი მომხმარებლის პროდუქტებზე დღგ-ს დაწევა (მაგალითად 8 ან 5 პროცენტამდე), რაც ყველაზე გაჭირვებულ ფენას დაუყოვნებლივ შველას მოუტანდა. მაგრამ მიზანი ხომ შველა არაა! არც განვითარება, არც მშვიდობა და არც დამოუკიდებლობის გამყარება… მხოლოდ საკუთარი გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება!”, — წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. რამდენ ლარს გამოყოფს სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ვებპლატფორმისთვის მთავრობა?

← მთავარი