პოლიტიკა
კობახიძე: „სადაც სინანული იქნება, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება — ეს საპატრიარქოსაც ვუთხარით”
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ სადაც სინანული და აღიარება იქნება, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება — ეს პოზიცია საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც არაერთხელ გაუზიარეს.
„ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც ძალიან მყარი და მკაფიოა”, — განაცხადა კობახიძემ.
სინანულის სამართლებრივ საჭიროებაზე კი პრემიერმა განმარტა: „სამართლებრივად სინანული შეწყალებისთვის საჭირო არ არის — ეს საჭიროა დანაშაულის პრევენციისთვის და სახელმწიფოს ინტერესებისთვის.”