"ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით... "ქართული ოცნების" დიდი ნაწილი აშველებდა" - ლევან მაჭავარიანი პარლამენტში ჩხუბზე
ძალიან სამწუხარო, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს. სერიოზული შეურაცხყოფები იყო, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მედიასთან განაცხადა. როგორც მან განაცხადა, გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლებს მმართველი გუნდის წევრების შეურაცხყოფა დავალებული ჰქონდათ. მაჭავარიანის განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირების დროს “ქართული ოცნების“ წევრების უმრავლესობა ვითარების განმუხტვას ცდილობდა. “დავალებული ჰქონდა გიორგი გახარიას, რაც მის ქვეშემდომრებს უნდა მიეყენებინა ჩვენი გუნდისთვის. ძალიან მძიმე პირადი შეურაცხყოფები იყო. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გადაიზარდა იმაში, რაშიც გადაიზარდა. ის გეგმა, რაც გიორგი გახარიას ჰქონდა, სამწუხაროა, რომ განახორციელა, რადგან თავიდანვე ჰქონდათ ასეთი შეურაცხყოფები. შეურაცხყოფები არ იყო ერთჯერადი, სადამდეც შევძელით მოვითმინეთ. გახარიას პარტიის დეპუტატებმა ამასთან დაკავშირებით გააკეთონ კომენტარი. კადრებში კარგად ჩანს ვის შორის დაიწყო ინციდენტი, შესაბამისად, მარტივია დასკვნის გამოტანა. რაც შეეხება ერთი ადამიანი იყო და მთელი “ქართული ოცნება“ . “ქართული ოცნების“ გუნდის უმრავლესობა აშველებდა, რისი შედეგიც არის ის, რომ ეს ადამიანები დარბაზიდან გავიდნენ. გიორგი შარაშიძე იყო, ვინც შეურაცხყოფებით გამოირჩეოდა დღეს. ხელიც არ მოხვედრია ისე გავიდა დარბაზიდან. მანდატურის სამსახური იყო ჩართული. “ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა“,- განაცხადა მაჭავარიანმა. იხილეთ ასევე:
“მოგვაქციეს ალყაში - მეტნი არიან და სპორტსმენებიც არიან მათ რიგებში, რა თქმა უნდა, მივიღებდით დაზიანებას” - რას აცხადებენ გახარიას პარტიაში პარლამენტში სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე?