ქართული ოპოზიციის ლიდერები პრაღაში GLOBSEC-ის ფორუმზე მოლდოვის პრეზიდენტ სანდუს შეხვდნენ
პრაღის GLOBSEC-ის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმი ქართული ოპოზიციის ლიდერებისთვის საერთაშორისო კონტაქტების მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა.
„ჯერ საქართველოს” თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ხატიაშვილი ფორუმის ფარგლებში შეხვდა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს, ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს და ჩეხეთის სენატის საგარეო, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერს. შეხვედრებზე ხატიაშვილმა ისაუბრა „ჯერ საქართველოს” ხედვებზე, კრიზისიდან ამოყვანის გეგმასა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.
„თავისუფლების მოედნის” თავმჯდომარემ ლევან ცუცქირიძემ ასევე შეხვდა პრეზიდენტ სანდუს. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ „ოლიგარქიული მმართველობის დამარცხების გამოცდილება” მქონე მეგობრების, მათ შორის მოლდოვის, მხარდაჭერა ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად „მნიშვნელოვანი იქნება”.
ცუცქირიძის ცნობით, პრეზიდენტმა სანდუმ „საყოველთაო სკეპტიციზმის გადალახვის” საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ქართველ ოპოზიციელებს. „მოლდოვის და საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპულ დემოკრატიულ სივრცეს”, — ხაზი გაუსვა მან.