← მთავარი
პოლიტიკა

ოპოზიცია ხელისუფლებას „ცხინვალის ანექსიის” კანონზე დუმილს სდებს ბრალად

14 მაისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ოპოზიცია ხელისუფლებას „ცხინვალის ანექსიის” კანონზე დუმილს სდებს ბრალად

ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების” კანონის მიღებაზე სათანადო დიპლომატიური ქმედებები არ გაატარა.

„ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერი სალომე სამადაშვილი ბრიფინგზე ეკითხება: მიმართა თუ არა საგარეო უწყებამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ამერიკას ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, „რომ ვინმეს ხმა ამოეღო, დაეგმო კიდევ ერთი ნაბიჯი ანექსიის გზაზე?”

„ამ ანექსიის პროცესის რეაგირების გარეშე დატოვება სახელმწიფოს საბოტაჟია. ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესი მმართველი რეჟიმის მდუმარე მხარდაჭერით წინ მიდის,” — განაცხადა სამადაშვილმა.

ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის” ასევე განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას „დანაშაულებრივი დუმილიდან” გამოსვლის მოწოდება გაუგზავნა.

სადავო პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის კრიტიკას ნაწილობრივ პასუხობს: „შეზღუდულია რესურსები, რომ საქართველოს ამ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება ჰქონდეს.” ხელისუფლებისთვის, მისი თქმით, „მთავარია, პოლიტიკა ისე წარიმართოს, რომ გრძელვადიანად არ დაზიანდეს ქვეყნის გაერთიანების ინტერესი.”

შეგახსენებთ, 14 მაისს პუტინმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა გაგლოევმა მოსკოვში „სამეკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება” გააფორმეს.

← მთავარი