← მთავარი
პოლიტიკა

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა

9 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე იმყოფება — ამის შესახებ 9 ივნისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განაცხადა.

სუს-ის ინფორმაციით, გათავისუფლებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) „ცხელი ხაზის” მექანიზმმა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი ბერკეტი დაემატა.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად,” — ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

← მთავარი