4 ოქტომბრის საქმეზე 12 პირს საპროცესო გაუფორმეს - ისინი 1 წელს ციხეში გაატარებენ
ამ 12 დემონსტრანტის შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების პირობაა - ერთი წელი რეალური მსჯავრი (პატიმრობა), სამი წელი პირობითი სასჯელი.მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ყველა ბრალდებულს ცალ-ცალკე ჰკითხა: ცნობდნენ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში და სურდათ თუ არა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. „დიახ“ - უპასუხა 12-მა ბრალდებულმა.თავდაპირველი ინფორმაციით, შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა მანუჩარ მიქელაძეც. სხდომის დაწყების წინ გაირკვა, რომ ის ამაზე აღარ იყო თანახმა.მისი სიტყვის მოსმენის შემდეგ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა გიორგი კირვალიძემაც და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა. ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. მას შეთანხმება გაუფორმდა, რადგან მისი ეს რეპლიკა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც მოსამართლეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.მანუჩარ მიქელაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.„მე არ ვარ დამნაშავე. დამნაშავეა ის, ვინც ამ ქვეყანას მომავალს უკლავს!.. მე მოვიხდი ვალს ჩემი ქვეყნის წინაშე და შერცხვება იმას, ვინც ამათ ემსახურება და ჭანჭიკები არიან…. თქვენივე ხელით აკეთებს ამას… თქვენს კარიერასაც ანგრევს, ყველას გაწირავს ისევე, როგორც გაწირეს ისინი, ვინც კორუფციაზე დააკავეს… დაფიქრდით“, - ასე მიმართა მიქელაძემ განაჩენის გამოცხადებამდე პროკურორებს.ამ 12 ბრალდებულიდან მხოლოდ საბა კორძაია გაატარებს ციხეში ნახევარი წლით მეტ ხანს (ჯამში, ერთ წელსა და 6 თვეს) - პროკურორის განმარტებით, მას სხვა საქმეზე აქვს მისჯილი 1 წელი და 6 თვე. ახალმა საქმემ კი ძველი განაჩენის ნაწილი „გამოიყოლა“.დაკავებულების ამ ჯგუფში საბა კორძაიას გარდა არიან:სიმონ მახარაძე;კახაბერ კვაჭანტირაძე;გია თოლორაია;მიხეილ თოლორაია;ავთანდილ თოფჩიშვილი;იური ლომიძე;დავით გიუნაშვილი;გიორგი ტალახაძე;ბექა მაჭავარიანი;გიორგი კირვალიძე;კობა ეპიტაშვილი.გიორგი კირვალიძის ადვოკატის, ბორის ჩელე ყურუას შეფასებით, საპროცესო ბრალდების მხარის პოლიტიკური სვლაა და მისთვის რთულია გამოიცნოს, რას ემყარება შეთავაზებული პირობა:„ვისაც აქვს იმის იმედი, რომ ვინმე ამ სასამართლოში სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, ღმერთმა გაუმარჯოს. ღმერთის მეტი ვერავინ უშველის, ადვოკატი აქ უძლურია. ვინც ფიქრობს, რომ ციხეში ყოფნა საქმეა, შეუძლია ადგეს და თავად ჩაჯდეს ციხეში, ძალიან მარტივია ამ ქვეყანაში ამის გაკეთება, დანაშაულის ჩადენაც არ არის საჭირო…მოვიდა მოწმე, რომელმაც თქვა ვიდეოზე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია ვინც ურტყამს, თუმცა ჰაბიტოსკოპიურმა ექსპერტმა თქვა, რომ კაციშვილმა არ იცის, ამ ვიდეოში ვინ ვინ არის. თან იყო უამრავი უზუსტობა…“4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის საქმის ამ ჯგუფის მოსამართლე თამარ მახარობლიძე იყო.„მშვიდობიანი დამხობის“ საქმესისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს. მათგან უმეტეს შემთხვევაში საქმის განხილვა დასრულდა:საპროცესო შეთანხმებით სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს:ალექსანდრე ხაბეიშვილი;ბექა ქელეხსაშვილი;გიორგი მულაძე;მამუკა ლაბუჩიძე;გურიელ ქარდავა;თემურ ქურციკიძე;ვახტანგ ფიცხელაური;და ავთანდილ სურმანიძე;სერგო მეგრელიშვილი;გიორგი რურუა;გიორგი ქორქია;ლაშა ივანაძე;ლევან ჯიქია;ხვიჩა გოგოხია;ალექსანდრე გოგოლაძე;გოჩა ყატაშვილი;სულხან ამბალავა;რამაზ ჯორბენაძე;ჯანრი თირქია;გენადი კეხილაშვილი;დავით ღურწკაია;ევა შაშიაშვილი.
ასევე ნახეთ
რატომ არ გაუფორმეს „ბათუმელ მედროშეს“ საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე
ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლებენ:საბა კორძაიას (დამატებით 6-თვიანი პატიმრობა);სიმონ მახარაძეს;კახაბერ კვაჭანტირაძეს;გია თოლორაიას;მიხეილ თოლორაიას;ავთანდილ თოფჩიშვილს;იური ლომიძეს;დავით გიუნაშვილს;გიორგი ტალახაძეს;ბექა მაჭავარიანს;გიორგი კირვალიძეს;კობა ეპიტაშვილს.პატიმრობა მიუსაჯეს:ზურაბ ჭავჭანიძეს („ბათუმელი მედროშე“) - 56 წლის;ამირან დოლიშვილს - 21 წლის;ვლადიმერ გველესიანს - 43 წლის;ალექსანდრე ჩილაჩავას - 44 წლის;გენადი კუპრეიშვილს - 44 წლის;სულხან ტუღუშს - 41 წლის;რამაზ მამულაძეს - 44 წლის;ანტონ ვარდანიძეს;გიორგი ჩახუნაშვილს;დავით ჟღენტს;კონსტანტინე კოკაიას;ზაქრო ალბუთაშვილს;კახაბერ მჟავანაძეს;დავით სტურუას;ია დარახველიძეს.