← მთავარი
პოლიტიკა

სამხარაძე: ოცნება ცდილობს, აშშ-სთან ურთიერთობა იმ სიმაღლეზე აიყვანოს, რაც აქამდე არ ყოფილა

14 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
სამხარაძე: ოცნება ცდილობს, აშშ-სთან ურთიერთობა იმ სიმაღლეზე აიყვანოს, რაც აქამდე არ ყოფილა

ივანიშვილის წარმომადგენელი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ოცნება ცდილობს, შტატებთან ურთიერთობები ისეთ სიმაღლეზე აიყვანოს, რომელიც აქამდე არ ყოფილა.

“ქართული ოცნება ცდილობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები არა თუ გადატვირთოს, არამედ ისეთ სიმაღლეზე აიყვანოს, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი და არ გვინდა ის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც ადრე გვქონდა. მე როდესაც მარტში აშშ-ში ვიზიტი მქონდა, სხვათაშორის, მაშინ კითხვა დამისვეს, ხომ არ გვსურდა ძველი პარტნიორობის აღდგენა. საბოლოო ჯამში ჩვენ ვთქვით, რომ იმ ძველ პარტნიორობას აზრი არ აქვს. ჯობია ახალი პარტნიორობის შეთანხმება შევიმუშაოთ, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო.” - ამბობს  სამხარაძე დასანქცირებული იმედის ეთერში.

შეგახსენებთ, 3 ივნისს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ როგორ არის შესაძლებელი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რის შემდეგაც, რუბიოს თქმით, აშშ-მ ქართულ მხარეს აცნობა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამისთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება ტრაექტორიას შეიცვლის.

კობახიძე: საქართველო არაა სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო გამოაყოლო და გამოსწორება მოსთხოვო 4 ივნისს, ივანიშვილის პრემიერმა რუბიოს საპასუხოდ თქვა, რომ ასეთი კითხვა არ დაუსვამთ და რომ ”საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს”

← მთავარი