პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში — შეხვედრა სადირ ჟაპაროვთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკას ეწვია. ბიშკეკში მას პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია ელოდება.
პრემიერ-მინისტრობის ადმინისტრაციის ცნობით, გათვალისწინებულია ლიდერების შეხვედრა ორივე ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, რასაც მოჰყვება დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია. შეხვედრის შემდეგ კობახიძე და ჟაპაროვი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ მედიისთვის.
კობახიძე ბიშკეკში მრავალრიცხოვანი დელეგაციით ჩავიდა: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.