"გამოხატა სამძიმარი ტრაგიკული მოვლენების გამო" – ყაველაშვილი ირანში ფეზეშქიანს შეხვდა
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩასული საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.
ადმინისტრაციის ცნობით, ყაველაშვილმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. ასევე განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები.
პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.
საქართველოს პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
თეირანში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება, რომელშიც რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონია 4 ივლისს თეირანში დაიწყება და 9 ივლისს ქალაქ მეშჰედში ხამენეის დაკრძალვით დამთავრდება.
თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური საჰაერო იერიშების კამპანია. 28 თებერვალს მიტანილი პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი მოკლა.
მას შემდეგ ირანში ახალ უზენაეს ლიდერად ალის შვილი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს, რომელიც, დაზიანებების მიუხედავად, საჰაერო იერიშს გადაურჩა. თუმცა, მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოჯთაბა ირანს ერთპიროვნულად ვერ მართავს და მის ნაცვლად გადაწყვეტილებებს IRGC-ის გენერლები იღებენ.
“აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა” – WaPo-ს სარედაქციო სტატია