პოლიტიკა
„ოცნების” დეპუტატი ბეჟან წაქაძე: „26 მაისის აქციაზე მაქსიმუმ 7 000 კაცი იყო”
„ქართული ოცნების” დეპუტატი ბეჟან წაქაძე 26 მაისის საპროტესტო დემონსტრაციას ამ სიტყვებით აფასებს: „აქცია იყო ჩვეულებრივი. იყო ალბათ 5–6 ათასი, მაქსიმუმ 7 ათასი კაცი — გამოხატეს თავისი აზრი და დაიშალნენ.”
წაქაძემ მონაწილეობა უმნიშვნელოდ შეაფასა: „ერთი წელია ემზადებიან — ცოტა მეტიც უნდა გამოსულიყვნენ. პროტესტი ყველა ქვეყანაშია, ბატონო, კანონი სწორედ იმისთვის მიიღეს, რომ გამოვიდნენ და გააპროტესტონ. მერე, რა?”
26 მაისს ოპოზიციური ალიანსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირამდე გაემართა. ალიანსი მთავრობას ადრეული არჩევნების გამართვასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ოპოზიციის მონაცემებით, დემონსტრაციაში ბევრად მეტი ადამიანი მონაწილეობდა.