„ქართულმა ოცნებამ” BBC-ს მიმართ საჩივარი მესამედ გაგზავნა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მესამედ გადავაგზავნეთ. ჩვენ ძალიან სკრუპულოზურად მივყვებით ამ საკითხს და, რა თქმა უნდა, საჩივარი კვლავ შევაბრუნეთ. ამ საკითხზე დიდი შრომა მიდის იმისთვის, რომ ჩვენი საჩივრები იყოს სათანადო ხარისხის და დასაბუთებული — ეს ასეც არის. ველით პასუხს, ჯერ არ მიგვიღია, ვნახოთ,” — განაცხადა პაპუაშვილმა.
15 იანვარს პაპუაშვილმა განმარტა, რომ ბრიტანეთის კანონმდებლობა გარკვეულ პროცედურას ითვალისწინებს: ჯერ საჩივარი უშუალოდ მედიას წარედგინება. თუ მედია დარღვევას არ გამოასწორებს, შემდეგ ეტაპი ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროს მიმართვაა. თუ ამ გზითაც პრობლემა არ მოგვარდა, გზა სასამართლოში გადის.
„ქართულმა ოცნებამ” ადრე მოითხოვა BBC-ის ფილმის მოხსნა და „საჯარო და მკაფიო ბოდიში”.