← მთავარი
პოლიტიკა

ხაბეიშვილი ციხიდან: „წამებას ჰყავდა ერთი ორგანიზატორი — ივანიშვილ-კობახიძეების სისტემა”

9 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ხაბეიშვილი ციხიდან: „წამებას ჰყავდა ერთი ორგანიზატორი — ივანიშვილ-კობახიძეების სისტემა”

„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში მისი წამების ორ მთავარ ორგანიზატორად სახელობს გდდ-ს ყოფილ შეფს ზვიად ხარაზიშვილსა და თბილისის პოლიციის ყოფილ უფროს გოგა მემანიშვილს. „მწვანე შუქი” კი, ხაბეიშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ აუნთეს. ასევე ახსენებს შსს-სა და სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელებს.

„გამოძიებობანას, სახლობანას თამაშობენ! ორი წელი გავიდა და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ წამებას ჰქონდა ადგილი. ხარება და გოგა მემანიშვილია პირველ რიგში დასაჭერი — და შემდეგ ვინც მწვანე აუნთო: ივანიშვილი, პრემიერი კობახიძე და მდინარაძე,” — წერს ხაბეიშვილი.

ოპოზიციელი პოლიტიკოსი ასევე ეჭვქვეშ აყენებს ბოლო დაკავებების ეფექტიანობას. „ამ წამებას ჰყავდა ერთი მთავარი ორგანიზატორი — ეს არის ივანიშვილის მწამებელი სისტემა. 300-მდე ადამიანი აწამეს, და 5 თუნდაც 10 „ლიფსიტის” დაკავებით უნდათ ფონს გასვლა. მე მაინტერესებს სისტემის შემქმნელები.”

ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოფილის პოლიტპატიმარია.

← მთავარი