ზელენსკიმ საქართველოსთან ურთიერთობის „ნორმალიზაციისთვის” მზადყოფნაზე ისაუბრა
„ანდრი სიბიჰამ მომახსენა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ. ჩვენ მივისწრაფვით ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ნორმალიზაციისკენ, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე, და მზად ვართ შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად”, — დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუქზე, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან 19 მაისის თათბირის შემდეგ.
ზელენსკი და სიბიჰა ამ შეხვედრაზე უკრაინის მაის-ივნისის საგარეო-პოლიტიკურ ამოცანებს განიხილავდნენ. გარდა საქართველოსი, ისინი ევროკავშირთან ინტეგრაციის პრაქტიკულ გრაფიკზეც ისაუბრეს, ასევე — სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირის შესაძლო ჩართვაზე.
ამ განცხადებას წინ უძღოდა ბოლო კვირების დიპლომატიური კომუნიკაცია: საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ქიშინიოვში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის ფარგლებში შეხვდნენ. ამ შეხვედრამდე სიბიჰა და ბოჭორიშვილი 6 მაისს სატელეფონო საუბარს ჩაატარებდნენ, ხოლო 4 მაისს ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკი და ირაკლი კობახიძი კულისებში გასაუბრდნენ.