← მთავარი
პოლიტიკა

ზახაროვა გულბაათ რცხილაძეზე: „არ შეიძლება მისი ბედი არ გვაღელვებდეს”

4 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ზახაროვა გულბაათ რცხილაძეზე: „არ შეიძლება მისი ბედი არ გვაღელვებდეს”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა გულბაათ რცხილაძის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებას.

ზახაროვამ განაცხადა, რომ რცხილაძე მათ კარგად ჰყავთ ცნობილი: „ის მრავალი წლის განმავლობაში საჯაროდ და გულწრფელად — დამალვის გარეშე — მხარს უჭერდა რუსეთსა და საქართველოს შორის უთანხმოებების დაძლევას, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას.”

ზახაროვა ყურადღებას ამახვილებს დროის მიხედვით საეჭვო დამთხვევაზე: „ის რამდენიმე დღეში დააკავეს მას შემდეგ, რაც საქართველოს საჯარო სივრცეში რუსოფობიის მონიტორინგის პროექტი დааანონსა. როგორც ჩანს, გარკვეული ძალები დაინტერესებულნი არიან ქსენოფობიის გამოვლინებების შესახებ ინფორმაციის დამალვაში.”

„ყველა კონტაქტს ღიად, ოფიციალურად ახორციელებდა. არ შეიძლება მისი ბედი არ გვაღელვებდეს,” — განაცხადა ზახაროვამ. მისივე სიტყვით, რცხილაძის ავადმყოფი ხანდაზმული მამა მისი მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.

ზახაროვამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება სიტუაციაში გაერკვევა: „პატივს ვცემთ ამ დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენი შეფასება გავაზიარეთ.”

ცნობისთვის: გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა. ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით — ჯაშუშობა — წაეყენა; ეს ქმედება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად ორი უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა.

← მთავარი