UK-ს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტზე ენდი ბერნემს დეპუტატების უმრავლესობა უჭერს მხარს
გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტზე მანჩესტერის ყოფილ მერს, ენდი ბერნემს პარტიის დეპუტატების უმრავლესობა უჭერს მხარს.
ბერნემს მხარი 402 დეპუტატიდან 322-მა დაუჭირა მხარი.
ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ბერნემი გაერთიანებული სამეფოს შემდეგი პრემიერმინისტრი გახდება.
BBC წერს, რომ თუ, როგორც მოსალოდნელია, კონკურსში სხვა კანდიდატი არ ჩაერთვება, ენდი ბერნემი მომდევნო კვირაში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად გამოცხადდება და 20 ივლისს პრემიერმინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
განცხადებაში ბერნემმა აღნიშნა, რომ “ღრმად მადლიერია” ლეიბორისტი დეპუტატების, რომლებმაც ის პარტიის ლიდერის პოსტზე წარადგინეს.
მისი თქმით, მხარდაჭერა პარტიის სხვადასხვა ფრთიდან მიიღო, რაც ასახავს “საერთო რწმენას, რომ ბრიტანეთს პოლიტიკას ახალი მიდგომა სჭირდება”.
“სწორედ ამას ვთავაზობ, როგორც გარდამტეხ ცვლილებას: ძალაუფლების ვესტმინსტერიდან რეგიონებში გადატანას, ეკონომიკის გარდაქმნას რიგითი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და მდგრად ეკონომიკურ ზრდას ქვეყნის ყველა კუთხეში” - განაცხადა ბერნემმა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი, თანამდებობიდან გადადგა.