პოლიტიკა
4 ოქტომბრის საქმეზე 6 დაკავებულს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს
4 ოქტომბრის „სასახლის ღამის” საქმეზე დაკავებულ სულ 6 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს. ამის შესახებ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი „ტელეკომპანია პირველს” ადასტურებს.
„პროკურატურამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს პირობები შესთავაზა, რომლებსაც ის დათანხმდა. განცხადება გენერალური პროკურორის სახელზე გადაგზავნილია. სასჯელი გულისხმობს 3-წლიან პირობით მსჯავრს — ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავისუფლებაზე იქნება,” — განმარტა ადვოკატმა.
4 ოქტომბრის საქმე („სასახლის ღამე”) ეხება სამთავრობო ადმინისტრაციის ტერიტორიაზე შეჭრის ბრალდებებს. დოკუმენტაცია გენერალურ პროკურორს უკვე გადაეგზავნა.