პოლიტიკა
რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლის "ვეფხისტყაოსნის" სანახავად თბილისში ჩამოვიდა მიხაილ შვიდკოი
“რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლის, “ვეფხისტყაოსნის” ნახვის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ჩემი მოგზაურობა სწორედ ამ ღონისძიებას დავამთხვიე“ - მიხაილ შვიდკოი
პოლიტიკა • 14:15
| პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი ამბობს, რომ საქართველოში სტურუას “ვეფხისტყაოსნის” სანახავად ჩამოვიდა | ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს “რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლის, “ვეფხისტყაოსნის” ნახვის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ჩემი მოგზაურობა სწორედ ამ ღონისძიებას დავამთხვიე. ამ ახალი დადგმით საქართველოს ეროვნული თეატრი თავის 178-ე სეზონს ასრულებდა. ბედმა გამიღიმა, რომ ამ ხნის მესამედის განმავლობაში მისი მადლიერი მაყურებელი ვყოფილიყავი. […] შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ახალ ნამუშევარში არ არის ორიგინალის ტექსტისადმი მონური ერთგულება, თუმცა იგი პოემის დიდ ჰუმანისტურ არსს სრულად გადმოსცემს. სპექტაკლი იმ მაყურებელზეა გათვლილი, რომელმაც უკვე იცის სამი რაინდის ხეტიალისა და გმირობის ბედნიერი დასასრული – რომ ისინი საბოლოოდ თავიანთი საყვარელი დედოფლებისა და ასულების მკლავებში ჰპოვებენ ნანატრ თავშესაფარს” | [ტაბულას თარგმანი] | წერს ის |