გერმანია გაგლოევი - ის პუტინის მრჩეველი გახდება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რესი” ავრცელებს დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მიმართვას, რომლიდანაც მისი გადადგომის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გახდა ცნობილი.გაგლოევის განმარტებით, გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასვლას უკავშირდება.⠀მისი თქმით, ერთი დღით ადრე იგი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, “რომელმაც შესთავაზა, შეერთებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მისი მრჩევლის რანგში და ხელი შეეწყო მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებაში”.⠀⠀დე ფაქტო რესპუბლიკის “კონსტიტუციის” თანახმად, გაგლოევის მოვალეობას “მთავრობის თავმჯდომარე” მარატ კამბოლოვი შეასრულებს. ⠀გაგლოევმა მოსახლეობას მოუწოდა, გაერთიანდნენ ახალი ხელმძღვანელობის გარშემო და განაგრძონ ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობა.⠀⠀ვლადიმირ პუტინმა უკვე მოაწერა ხელი გაგლოევის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის ბრძანებას.ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ცხინვალში 2027 წელს იგეგმებოდა.გადაწყვეტილების ფონიგუშინ, 22 ივნისს, გაგლოევი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, შეხვდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი “ფართო სპექტრის საკითხებზე თანამშრომლობისა და ორმხრივი დიალოგის გაფართოების პერსპექტივების განხილვა” იყო.„9 მაისს მოსკოვში გამართული ბოლო საუბრის შემდეგ, ორმა პრეზიდენტმა განიხილა რუსეთ-სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი და თანამშრომლობა ფართო სპექტრის საკითხებზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.პესკოვმა თქვა, რომ მათ ასევე განიხილეს „ორმხრივი დიალოგის შემდგომი გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის მაისში მოსკოვში ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმების გათვალისწინებით“.
ასევე ნახეთ
პუტინი კრემლში შეხვდა გაგლოევს - “განაგრძეს 9 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების განხილვა”
მიმდინარე წლის 13 მაისს რუსეთის დუმამ მიიღო ვლადიმირ პუტინის მიერ 9 მაისს წარდგენილი კანონპროექტი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ. 9 მაისს მოსკოვში იმყოფებოდა ალან გაგლოევი, რომელმაც ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა „ხელშეკრულებას სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავებაზე“, რომელიც გულისხმობს „კოორდინირებული საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას, ასევე ინფრასტრუქტურისა და ადამიანური პოტენციალის განვითარებას“.ალან გაგლოევმა 9 მაისს პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისინი „კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ ქვეყნებისა და ხალხების დაახლოებისკენ“ და „ეს ნაბიჯი ოსი ხალხის გაერთიანების პროცესის დასაწყისი იქნება“.კამბოლოვის ფიგურა16 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტმა „მთავრობის მეთაურის“ პოსტზე დაამტკიცა 61 წლის მარატ კამბოლოვი, რომლის მთელი ბიოგრაფია რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო სამსახურს უკავშირდება და მინიჭებული აქვს რუსეთის სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი ჩინი - პირველი კლასის მოქმედი სახელმწიფო მრჩეველი. კრემლი მარატ კამბოლოვს, რუსეთის მედიის თანახმად, ალან გაგლოევის შემცვლელად მოიაზრებს.
ასევე ნახეთ
ოკუპირებული ცხინვალის “პრემიერად” გაგლოევი მარატ კამბოლოვს წარადგენს - მას კრემლში გაგლოევის სავარაუდო შემცვლელად განიხილავენ
“რიგგარეშე არჩევნებზე” კამბოლოვის “პრეზიდენტის” კანდიდატად დასასახელებლად ადგილობრივი ე.წ. კანონის შეცვლა იქნება საჭირო - ცხოვრების ცენზის გაუქმება - კანდიდატი რეგისტრაციის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე. კამბოლოვი ცხინვალში ბოლო რამდენიმე კვირაა ცხოვრობს, ის ჩრდილოეთ ოსეთშია დაბადებული და ცხოვრების წლების უმეტესობა მოსკოვში აქვს გატარებული.
ასევე ნახეთ
ვინ არის მარატ კამბოლოვი, რომელსაც კრემლში გაგლოევის სავარაუდო შემცვლელად განიხილავენ?
ამასთან „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებით უქმდება “ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სამთავრობო და მუნიციპალური თანამდებობების დაკავებისთვის რეზიდენტობის მოთხოვნა”.