პოლიტიკა
“რატომ დადიან ქოცები ვიზიტებით დასაფლავებებზე? - იმიტომ, რომ სატირალში დაპატიჟების გარეშე შეიძლება მისვლა“ - გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება.
“რატომ დადიან ქოცები ვიზიტებით დასაფლავებებზე?
იმიტომ, რომ ქორწილისგან განსხვავებით, სატირალში დაპატიჟების გარეშე შეიძლება მისვლა.
მაშინ რატომ არ დადიან დასაფლავებებზე ევროპაში?
იმიტომ, რომ იქ ყველა ჯანმრთელად არის და თან ევროპაში მათ ჭირისუფლად აღარავინ აღიქვამს., - წერს ხუხაშვილი.