← მთავარი
პოლიტიკა

"მე რა შემიძლია გავაკეთო?! პარტიას დავუბრუნო მიშას ტემპი, პრიორიტეტები, როცა მთავარი სახალხოობა იყო, პოლიტიკა საყველპურო" - ნანუკა ჟორჟოლიანი

17 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

მე ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ. იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს. იქნებ პოლიტიკას ჰალსტუხის ბოლომდე მოჭერა აღარ სჭირდება. თუ პარტია ახლა კრიზისშია, იქნებ კრიზისმენეჯერი სჭირდება, - წერს ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ პარტიის მართვა ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ, ხოლო გამოცდილმა პოლიტიკოსებმა მათ მხარდაჭერა და გამოცდილება გაუზიარონ. ჟურნალისტის მოსაზრებით, ამ საუკუნეში რაც უფრო შეშლილია იდეა , უფრო ეფექტურად მუშაობს. „მიშასთვისაც და ჩემთვის იდეალური იქნებოდა თინას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია. როგორც უკვე ვთქვი, ჩემზე ჭკვიანია, ჩემზე გამოცდილი, მან იცის ის რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც შეიძლება მას არ ჰქონდეს, იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით და სამწუხაროა რომ ასე არ დალაგდა. ამ პარტიას ჰყავს მთავარი ლიდერი და ის მიხეილ სააკაშვილია, ჰყავს ხაბე [ლევან ხაბეიშვილი], რომელმაც ბევრი იშრომა გუნდისთვის და საერთო საქმისთვის. ხაბე რომ გარეთ ყოფილიყო ჩემი საჭიროება არც კი იარსებებდა ნაციონალურ მოძრაობაში. ტყვეობაშია ირაკლი ნადირაძე, რომელმაც წაგებულ ომში შესვლით, მონობას თავგანწირვა ამჯობინა. მე რა შემიძლია გავაკეთო ?! პარტიას დავუბრუნო მიშას ტემპი, პრიორიტეტები, როცა მთავარი სახალხოობა იყო, პოლიტიკა საყველპურო. მე ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ. იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს. იქნებ პოლიტიკას ჰალსტუხის ბოლომდე მოჭერა აღარ სჭირდება. თუ პარტია ახლა კრიზისშია, იქნებ კრიზისმენეჯერი სჭირდება. საგარეო ველი უმნიშვნელოვანესია , რასაც კომპეტენცია და სწორი მიდგომები სჭირდება. ცოდნა და გამოცდილება. შესაბამისად ადამიანი, რომელიც ამ თემას ჩაიბარებს იქნება მცოდნე და კომპეტენტური. ექნება სრული ნდობა და დამოუკიდებლობა. ის ქვეყნის გარეთ და მე ქვეყნის შიგნით. ახლა კი მთავარი, ეს პარტია უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა. ვეტერანები ზურგს გაუმაგრებენ. პარტია დიდი მოლოდინით ხვდება სიახლეებს და მადლობა მათ სწორი და საქმიანი დამოკიდებულებებისთვის, რაც ამ დღეებში დავინახე. ამ საუკუნეში რაც უფრო შეშლილია იდეა , უფრო ეფექტურად მუშაობს, ჰოდა იქნებ აქაც იმუშაოს“,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი არის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი. სააკაშვილის თქმით, “პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს”. მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა მედიასთან “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედმა თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და განაცხადა, რომ სააკაშვილის “ფეისბუქ” პოსტი “მოულოდნელი იყო”. ბოკუჩავას თქმით, მისთვის “უკიდურესად სამწუხაროა” და მიაჩნია, რომ “სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ”. როგორც ცნობილია, “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავა 2024 წლის 8 ივლისს აირჩიეს, თინა ბოკუჩავას 2-წლიანი მანდატი, დაახლოებით ერთ თვეში ეწურება. იხილეთ ასევე:

რას პასუხობს თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია?

← მთავარი