← მთავარი
პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი: პატიმრების ბედი მე არ მომისასჯელია — ეს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს

17 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ცოტნე ივანიშვილი: პატიმრების ბედი მე არ მომისასჯელია — ეს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს

ოჯახის სიწმინდის დღის ღონისძიებებში მონაწილეობის წინ, ჟურნალისტებმა ცოტნე ივანიშვილს სინდისის პატიმრებისა და შეწყალების საკითხი დაუსვეს. „ქართული ოცნების” დამფუძნებლის ვაჟი ამ საკითხზე ფრთხილი პასუხებით გამოვიდა.

„ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდის. პირადად განვიცდი ამ ფაქტებს — ამის იქით, ეს არ არის ჩემი განსასჯელი. ამას განაპირობებს შესაბამისი უწყებები და მთავრობა,” — განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

სანქციების საკითხზე კი უფრო მკვეთრი პასუხი გასცა: „ეს ყველაფერი საკმაოდ მანიპულაციური არის. ქართული საზოგადოება უკვე მტკიცედ დგას ამ ყველაფრის წინაშე და ყოველთვის დაიცავს ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს.”

ცოტნე ივანიშვილი ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობაში მონაწილეობდა. ამ დღის ემოციურობაზე ის ხაზს უსვამს, რომ წელს ღონისძიება პირველად ტარდება პატრიარქ ილია II-ის გარეშე: „ძალიან ბედნიერია ეკლესიის მრევლი, რომ ღირსეული გამგრძელებელი ჰყავს — პატრიარქ შიო მესამის სახით.”

← მთავარი