ზელენსკი: ქართველი ხალხის მხარდაჭერა საერთო ევროპული ამოცანაა
„ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად — ეს საერთო ევროპული ამოცანაა. არავინ უნდა დავკარგოთ,” — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ახლა მეზობელ სახელმწიფოებს ბევრად ღიად ემუქრება: „ყველამ მოვისმინეთ, რა ითქვა სომხეთზე. რასაც რუსეთი სომხეთზე ამბობს, სინამდვილეში მხოლოდ სომხეთს არ ეხება.”
მისი თქმით, ევროპამ ერთობლივი ნაბიჯები უნდა გადადგას — ეფექტიანი პოლიტიკური პარტნიორობისა, თანამედროვე თავდაცვითი შესაძლებლობებისა და ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაციისათვის, „რათა არავინ დარჩეს რუსეთზე დამოკიდებული”.
„სომხეთს მხარდაჭერა სჭირდება. მოლდოვას მხარდაჭერა სჭირდება. ბალტიის ქვეყნებს, აზერბაიჯანსაც. ასევე ქართველ ხალხს. ევროპა ვერ ართმევს ხელს ვერც ერთ ხალხს,” — თქვა ზელენსკიმ.