შალვა პაპუაშვილი: ახლა აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ EU-ში შესვლისთვის უნდა ვიდგეთ ცალ ფეხზე, არამედ შესვლის შემდეგაც
სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების შემდეგ შალვა პაპუაშვილი, მარტა კოსის განცხადებას EU-ს ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევის შესახებ, ბრიფინგზეც გამოეხმაურა: “ბევრჯერ გვსმენია ევროპელებისგან, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებისგან, რომ არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე, უკრაინის გარეშე. და ეს მიდგომა ზუსტად ამ პრინციპს არღვევს. მათ შორის უკრაინის მიმართაც თუკი უკრაინა გაწევრიანდება, რომ უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე, უკრაინის უსაფრთხოების პოლიტიკაზე, უკრაინის საფინანსო პოლიტიკაზე ევროკავშირის ფარგლებში გადაწყვეტილებას მიიღებენ უკრაინის გარეშე, საქართველოს გარეშე, სერბეთის გარეშე, მონტენეგროს გარეშე, ყველას გარეშე, ვინც იქნება ახალი წევრი. იქ რაღაც უნდა იყოს კლუბი ძველი წევრებისა და ახალი წევრები, რომლებსაც წლობით და მარტა კოსმა ახსენა, 15 წელი, მათ გამოსაცდელ ვადაში უნდა ამყოფონ თითქოს ეს ქვეყნები, მანამ, სანამ რაიმე სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.საინტერესო არის რადიკალების პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რას იტყვის საჯაროდ. თქვენ გახსოვთ განცხადებები, რომ ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ ევროკავშირში წევრობისთვის. ახლა აღმოჩნდა, რომ, თურმე, არა მხოლოდ ევროკავშირში შესვლისთვის უნდა ვიდგეთ ცალ ფეხზე, არამედ შესვლის შემდეგაც უნდა ვიდგეთ ცალ ფეხზე – ეს მოგვახსენეს ჩვენ ამ იდეის გაჟღერებით”, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე. ის მოუწოდებს ევროკავშირს, რომ “სასწრაფოდ შეწყვიტონ ამ იდეის განხილვაც კი და ერების დახარისხება პირველ და მეორე კლასის ერებად”. “იწყება საფუძვლის მზადება EU-ში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად” — სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე მარტა კოსის თქმით, EU-ს ახალ წევრებს 15წლით ვეტოს უფლება არ ექნებათ ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა — შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე