← მთავარი
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში და სეგრეგაციაში

16 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
შალვა პაპუაშვილი: დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში და სეგრეგაციაში

სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების შემდეგ შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებას, EU-ს ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების ჩამორთმევის შესახებ, ბრიფინგზეც გამოეხმაურა. “ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვაზე — რა შემთხვევაში შეიძლება ქართული ოცნების გეგმებში აღარ შედიოდეს ევროკავშირის წევრობა და შეიძლება თუ არა ქართულმა ოცნებამ განაცხადი უკან გამოიწვიოს?, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “ამაზე ხელი არ მოუწერიათ და ამას არც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენ ჩვენი ერი მეორეხარისხოვან ერად ვაქციოთ რომელიმე გაერთიანებაში”. მისივე თქმით, “დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში და სეგრეგაციაში”. “ასეთი გადაწყვეტილებებზე მსჯელობით და ფიქრით, თავად სცილდება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს, რომელიც გულისხმობს თანასწორობას მისი წევრებისა და გულისხმობს, რომ არსებობენ პირველხარისხოვანი ერები და მეორეხარისხოვანი ერები. რა თქმა უნდა, ჩვენ მეორეხარისხოვან ერებად ყოფნას არც ჩვენ, არც უკრაინელებს და უკრაინის პრეზიდენტმა ამაზე განაცხადა თავისი კატეგორიული პოზიცია, რომ მეორეხარისხოვნად ყოფნას არ აპირებს ევროკავშირში. რა თქმა უნდა, არავინ არ აპირებს. ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენ ჩვენი ერი მეორეხარისხოვან ერად ვაქციოთ რომელიმე გაერთიანებაში.…მე მე ვთქვი კიდევაც, რომ ეხლა მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი საკუთარი ხმა გააერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციური უფსკრულისკენ გაქანებას. იმიტომ, ეს პრობლემა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის კი არ არის, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ აისახება წევრ ქვეყნებზე საბოლოო ჯამში. წევრ ქვეყნებში მოხდება ეს სეგრეგაცია, სადაც დიდი ერები პატარა ერების საკითხებს, უფრო სწორად, პირველხარისხოვანი ერები მეორეხარისხოვანი ერების საკითხს გადაწყვეტენ. ამიტომ დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში და სეგრეგაციაში,” — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. “ტვ პირველის” ჟურნალისტის განმეორებით დასმულ კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი საქართველოს ვეტოს უფლებას ჩამოართმევს, აპირებს თუ არა ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობაზე უარის თქმას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “სამწუხაროა, რომ საერთოდ ასეთი იდეა ვიღაცის თავში დაიბადა და სერიოზულად განიხილება”. “ჩვენ გვაინტერესებს რას აპირებს ევროკავშირი. ეს ჯერჯერობით განცხადება არის, თუმცა კიდევ ერთხელ – სახიფათოა. თუკი აქამდე წევრი ქვეყნების სხვადასხვა ლიდერები საუბრობდნენ ამაზე — მერცმა თქვა და მიიღო საკადრისი პასუხი ზელენსკისგან ამასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა არ განიხილავს მეორეხარისხოვან ერად ყოფნას. ამ შემთხვევაში ეს განცხადება უკვე ოფიციალური ევროკავშირის პოზიციად იქნა წარმოდგენილი. სამწუხაროა, რომ საერთოდ ასეთი იდეა ვიღაცის თავში დაიბადა და სერიოზულად განიხილება. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა დავაკვირდეთ, რომ სასწრაფოდ შეწყდეს ამ იდეის განხილვაც კი,” — განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ვროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ახალი წევრები, გაწევრიანების ხელშეკრულებებში გათვალისწინებული ახალი “დამცავი” პუნქტების საფუძველზე, 15 წელზე მეტი ხნით ვეტოს უფლებას დაკარგავენ. შალვა პაპუაშვილი: ახლა აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ EU-ში შესვლისთვის უნდა ვიდგეთ ცალ ფეხზე, არამედ შესვლის შემდეგაც მარტა კოსის თქმით, EU-ს ახალ წევრებს 15 წლით ვეტოს უფლება არ ექნებათ

← მთავარი