← მთავარი
პოლიტიკა

პაპუაშვილი: სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება — ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ დათმობებს ითხოვს

9 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
პაპუაშვილი: სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება — ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ დათმობებს ითხოვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის პირობები ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით მკვეთრად შეაფასა: „ჩვენ გვთხოვენ, რომ იმ მარწყვისთვის, რასაც ქვია ვიზალიბერალიზაცია, უნდა შევიზღუდოთ ჩვენი სუვერენიტეტი და დავუშვათ, რომ ბრიუსელმა აქ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები. კიდევ ერთხელ — სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება.”

განცხადება გაჟღერდა მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი 11 ივნისს საქართველოსთან ვიზების საკითხში დიალოგს გეგმავს — „მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება.”

← მთავარი