← მთავარი
პოლიტიკა

რატომ დაიბარეს გარეთ უორდი საგარეო უწყებაში?

17 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
რატომ დაიბარეს გარეთ უორდი საგარეო უწყებაში?

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრაზე იქნა მოწვეული. აუდიენციის მიზეზი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა იმის შესახებ, რომ “დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა”. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ “იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლება შეუფერხებლად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, გაუგებარია მუდმივი სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შემაშფოთებელია დიდი ბრიტანეთის მიერ გემ SILVAR-ის (IMO 9291262) დასანქცირების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოზე გაკეთებული აქცენტი, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება არასწორი აღქმების განმტკიცებას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას, — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. “მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ხსენება მიუღებელია მაშინ, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს, მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია, იგი ფლობდა Lloyd’s Register-ის (გაერთიანებული სამეფო) მოქმედ კლასს, ოპერირებდა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის მრავალრიცხოვან მარშრუტებზე და სტუმრობდა როგორც ევროპულ, ისე აზიურ და აფრიკულ პორტებს, მათ შორის მალტას, დანიას (სკაგენი), ეგვიპტეს, მალაიზიას, ინდოეთს, ჩინეთსა და სხვა. ამასთან, საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით.ბრიტანული მხარისთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში შემოსვლამდე, სულ რამდენიმე კვირით ადრე, აღნიშნულ გემს დანიის სამეფოში, ჩაუტარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც გემი არ დაკავებულა, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნებთან.გიორგი ზურაბაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და ამგვარი მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებს. შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას,” — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემი ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ სანქცირებული არ იყო მანამდე განცხადება გაავრცელა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ. სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული გემი ყულევის საზღვაო ნავსადგურში იმყოფებოდა 2026 წლის თებერვალში, ხოლო მისი ოპერაციების განხორციელების პერიოდში გემი არ იყო სანქცირებული გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და გაეროს სანქციური რეჟიმების ფარგლებში. ამიტომ მათთვის გაუგებარია, “რა მიზანს ემსახურება გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს ხსენება იმ კონტექსტში, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია”. “ჩრდილოვანი ფლოტი”, Yandex , Wildberries — დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

← მთავარი