პოლიტიკა
რუსეთი ყოფილ ბელგოროდის გუბერნატორს ოკუპირებული აფხაზეთის ელჩად ნიშნავს
РБК-ის ინფორმაციით, რუსეთი ბელგოროდის ყოფილ გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვს ოკუპირებული აფხაზეთის ელჩად ნიშნავს.
გლადკოვი ბელგოროდის გუბერნატორის პოსტს 13 მაისს დაშორდა. ორი დღის შემდეგ, 15 მაისს, ალექსანდრე ნეველის ორდენი მიიღო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა განმარტავს, რომ ელჩების დანიშვნა „პრეზიდენტის პრეროგატივაა”. ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის ელჩია შურგალინი, რომელიც 2022 წლიდან იკავებს ამ პოსტს.