პოლიტიკა
კობახიძე: ჩვენთვის აშშ-სთან და ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება თანაბრად მნიშვნელოვანია
ჩვენთვის აშშ-სთან და ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩინეთი ყველა თვალსაზრისით ძალიან ღირსეული პარტნიორია. გასული ნახევარი საუკუნის ისტორია საგარეო პოლიტიკაში ჩინეთის განსაკუთრებულ მიდგომებს ადასტურებს. ჩინეთი ერთადერთი ზესახელმწიფოა, რომელსაც 1979 წლის შემდეგ ომი არ ჰქონია. ეს ჩვენთვის პრინციპული ღირებულებითი საკითხია.
ჩინეთი თავის პარტნიორებს ეპყრობა, როგორც თანასწორს, ჩვენთვის ესეც ძალიან პრინციპული საკითხია. აქედან გამომდინარე, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩინეთთან პარტნიორობა გაღრმავდეს. ასევე, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს მზაობას, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღვადგინოთ.