პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი 2027 წლამდე საქართველოში დარჩება
ევროკავშირის წარმომადგენლობამ „ტვ პირველს” დაუდასტურა, რომ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი 2027 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა.
ჰერჩინსკი 2022 წლის სექტემბრიდან ახორციელებს უფლებამოსილებას. მისი ოთხწლიანი მანდატი 2026 წლის სექტემბერს ამოიწურებოდა, თუმცა EEAS-მა ის კიდევ დაახლოებით ერთი წლით გაახანგრძლივა.