პოლიტიკა
ოცნების დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის დეკლარაციაში 300 000 დოლარი „ქეშადაა” — 10-ზე მეტი ბინა, ფასიანი ქაღალდები
ქართული ოცნების დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძის ქონებრივ დეკლარაციაში 300 000 დოლარი ნაღდი ფულით — „ქეშად” — ფიქსირდება.
მის საკუთრებაშია 10-ზე მეტი ბინა თბილისში, ბათუმში, ჩაქვსა და ბაკურიანში, რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ორი მსუბუქი ავტომობილი, ასევე 2012, 2019 და 2021 წლებში შეძენილი ფასიანი ქაღალდები. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის საბანკო ანგარიშზე 40 000 ლარამდე და 14 000 დოლარამდე თანხა ეჭირა.
2025 წელს ჩიგოგიძის ერთადერთი ფიქსირებული შემოსავლის წყარო პარლამენტიდან მიღებული ხელფასი — 112 688 ლარი — იყო.
ქართული ოცნების პარლამენტში არაერთი მილიონერი დეპუტატი მოღვაწეობს. დანაზოგის „ქეშად” შენახვა მხოლოდ ოცნებელებს არ ახასიათებთ — ამ ტენდენციას ნაწილი მინისტრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც იზიარებენ.