← მთავარი
პოლიტიკა

ცქიტიშვილი: ხელისუფლება ამომრჩეველს ამზადებს, რომ საქართველომ ევროკავშირს უარი თქვას

22 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
ცქიტიშვილი: ხელისუფლება ამომრჩეველს ამზადებს, რომ საქართველომ ევროკავშირს უარი თქვას

„პალიტრანიუსის” გადაცემაში „თავისუფალი სტუდია” პოლიტიკოსმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება ეტაპობრივად ამზადებს საზოგადოებას ევროკავშირზე უარის სათქმელად.

„ისინი უკვე ტკეპნიან აზრს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირზე. ახლა ეს დათქმებითაა — ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა, ასეთი გზა, დანიის მსგავსი ევროპა,” — თქვა ცქიტიშვილმა.

პოლიტიკოსი კოპენჰაგენის ინციდენტს ამ სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევს: „დღეს კიდევ დაამატეს კლიპი — მანჩესტერში, ბერლინში ძალოვანთა ქმედებები. ეს ნიშნავს, რომ ევროპის მიმართ დისტანცირებას ახდენენ.”

ცქიტიშვილი ხაზს უსვამს, რომ მთელი ეს ნარატივი ეფუძნება ამომრჩეველთა შეცდომაში შეყვანას: „ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებენ თავის მხარდამჭერებს, როცა ფიქრობენ, რომ მარტივი ტყუილით დააჯერებენ — დანიაზე ჩვენ უკეთ ვცხოვრობთ, ან დანიის პოლიცია ისეთი ბრუტალურია, რომ ხარება მასთან ანგელოზია.”

← მთავარი